ქუთაისის კლინიკა “ბომონდში“ Covid19-ის დიაგნოზით 19 ბავშვი და 10 ორსული მკურნალობს

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ,,აიპრესს“ განუცხადეს, სამეანო განყოფილებაში ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებული 10 ორსული წევს, კლინიკიდან დღეს გაეწერა 10 მელოგინე.

რომელთაგანაც ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტად ითვლებოდა და ფილტვის ქსოვილის 70 პროცენტზე მეტი დაზიანება ჰქოდათ. „ბომონდში“ ასევე მკურნალობენ 10 ბავშვს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, კოვიდპაციენტთა 99% აუცრელია.

კომენტარები
იტვირთება...