ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშო Covid19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით გარფაცვლილია 81 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი. პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. კლინიკისის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტებს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ქონდათ.

“გარდაიცვალა ორი პაციენტი 81 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალი. 81 წლის მამაკაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ორმხრივი პნევმონია ,არტერიული ჰიპერტენზია მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 80 ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 3 მძიმე”,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად