ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 ბავშვი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ 7 ახალი ინფიცირებული დაემატა, ჯამში კი, დაწესებულებაში 48 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.

“შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას,მათგან 6 სამეგრელოდანაა ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი,16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძინეა”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად