ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორნა ვირუსის სიმპტომებით ორ მებაჟეს აკვირდებიან

ამის შესახებ “აიპრესს” ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა.

“ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს აკვირდებიან. მათგან ორი მებაჟე ერთი კი უცხო ქვეყნიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქეა. კლინიკის ინფორმაციით პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. “სამივე მათგანის ანალიზის ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება შედეგებს ხვალისთვის ველოდებით”_ განგვიცხადეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოში.

კომენტარები
იტვირთება...