ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ით ინფიცირებული 27 ბავშვი მკურნალობს

ამის შესახებ „აიპრესს“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს. კლინიკის ინფორმაციით ადგილზე მკურნალობის კურსს ჯამში 61 პაციენტი გადის.

ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკას კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი გუშინ დაემატა, როგორც ადგილზე აცხადებენ ორივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად