კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით პაციენტი 75 წლის ქალბატონია და ის მესტიაში ცხოვრობს.
ინფიცირებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში “კორონავირუსის” დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.