ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ის დიაგნოზით მყოფი ორი პაციენტის მდგომარეობა რთულია

ამის შესახებ აიპრესს კლინიკაში განუცხადეს, სადაც ამ დრომდე კორონავირუსზე რვა პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა პირებს მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომებით დამატებით რამდენიმე მოქალაქემ მიმართა. დღის განმავლობაში მოხდება მათი ანალიზების ლაბორატორიული კვლევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად