ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ის დიაგნოზით 62 პაციენტი მკურნალობს – სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე

კლინიკას ინფიცირებული 8 პაციენტი დაემატა,ხოლო 9 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 62 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 163-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გარდაიცვალა და 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად