ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით შუახნის მამაკაცი მოათავსეს

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “აიპრესს” განუცხადეს მამაკაცს აქვს მოგზაურობის ისტორია. ვირუსი მას საკარანტინო ზონაში ყოფნისას დაუდასტურდა.

პაციენტი გორის მკვიდრია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით სულ სამი პაციენტია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად