ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid 19-ზე 3 პაციენტის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი 3 პაციენტის პასუხს დღის მეორე ნახევარში მიიღებენ.

როგორც კლინიკაში აიპრესს განუცხადეს სამედიცინო დაწესებულებამ ვირუსის საეჭვო სიმპტომებით ღამით დამატებით მიიღო კიდევ ხუთი მოქალაქე, თითოეულს ასევე ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.

პაციენტები თვითიზოლაციაში ან საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად