ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 კოვიდპაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კლინიკაში 101 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენები კი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. საავადმყოფოში ჯამში 16 არასრულწლოვანი მკურნალობს.

როგორც ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე ამბობს, ამ დროისთვის თავისუფალია მხოლოდ 4 რეანიმაციული საწოლი, ხოლო თერაპიული განყოფილება მთლიანად შევსებულია. ინფექციურში კოვიდპაციენტებისთვის 105 საწოლია გამოყოფილი. დღეს საავადმყოფოდან 8 პაციენტი გაეწერა, ხოლო 12 დაემატა. ბოლო 24 საათის საათის განმავლობაში ინფექციურში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...