ქუთაისის ეპარქიის სასულიერო პირებმა წყალტუბოში ოჯახები აკურთხეს

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ოჯახების საყოველთაო კურთხევა მიმდინარეობს. დღეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
მსვლელობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი შეუერთდნენ.
-„კარგია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი დიდი საღვრთო საქმე კეთდება, რწმენა და უფლის წყალობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას’’- აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
-„ოჯახების კურთხევა არის უდიდესი მადლი, ამასთან ერთად ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს, ვარიგებთ ბროშურებს ივერის ღვთისმშობლის ხატისა და აწყურის ხატის ისტორიის შესახებ“ – განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.
დღესვე წყალტუბოში სასულიერო პირები შეხვდენენ ახალგაზრდებს, დაარიგეს ბროშურები, გაიმართა საინტერესო დისკუსია, სამუსიკო სკოლაში ჩატარდა კონცერტი.
ოჯახების კურთხევა უკვე გაიმართა ჭიათურასა და საჩხერეში, წყალტუბო-ქუთაისის შემდეგ სასულიერო პირები გურიის რეგიონში გაემართებიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად