ქუთაისის და იმერეთის ტურისტული სექტორი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ვიდეომიმართვებს ავრცელებს

გიდები, ტუროპერატორები, სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები, კაფეების და რესტორნების მფლობელები, მეღვინეები საყოველთაო სლოგანით “დარჩი სახლში” ერთმანეთის გამხნევებას და მხარდაჭერას ვიდეომიმართვებით ცდილობენ.

DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ამ აქციით DMO-ს გუნდს სოლიდარობით, ერთად ყოფნის სურვილით და მომავლის იმედით იმ ადამიანების გაერთიანება სურდა, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მისივე თქმით, სწორედ ეს ერთიანობა, ოპტომიზმი იქნება საწინდარი იმისა, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან მალე შეძლებს რეაბილიტაციას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

“მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და პასუხისმგებლობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ! თავის მხრივ DMO Imereti გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესი იყოს რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური”, – აღნიშნავს ტატო ლილუაშვილი.

ვიდეომიმართვების ნახვა ქუთაისისა და იმერთის ტურისტული ცენტრის გვედრზეა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად