ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი გახდა

ახალი რექტორი როლანდ კოპალიანი გახდა, რომელიც აკადემიურმა საბჭომ 15 ხმით აირჩია. რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ნიშნიანიძემ საბჭოს მხოლოდ 2 წევრის მხარდაჭერა მიიღო.

კოპალიანი, წერეთლის უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ახალი რექტორი სპეციალობით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია.
სასწავლებლის უკვე ყოფილი რექტორი პროფესორი გიორგი ღავთაძე უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...