ქუთაისის აეროპორტში საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეებს ნარკოტიკი აღმოაჩნდათ

14-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (ჯამში, 82 აბი) და კანაფის ზეთი (50 მლ და 120 კაფსულა) აღმოაჩინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად