ქუთაისის აეროპორტში საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეებს ნარკოტიკი უპოვეს

17-21 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში, 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ (4.63 გრამი) გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად