ქუთაისის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ქუთაისის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნულ თანამდებობაზე ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს, ის ამ დრომდე კომისიის მდივანი იყო.

დღესვე მდივნის პოზიციაზე კომისიის წევრებმა მხარი იზა ფერაძის კანდიდატურას დაუჭირეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა,რაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად