ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ 12 საჩივრიდან 7 არ დაკმაყოფილდა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის დღეს დაწერილი 12 საჩივარი განიხილა.

არჩევნების დღეს სულ 17 საჩივარი დაიწერა, ამათგან 5 ადმინისტრაციული იყო და ის განსახილველად უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს დაეწერა, რომელიც მათ ერთი თვის ვადაში განხილავს. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებიდან 7 არ დაკმაყოფილდა, ორი სრულად დაკმაყოფილდა, ორი ნაწილობრივ, რაც გაფრთხილებას და შენიშვნას გულისმხობს.

ერთი საჩივრის განხილვა გადაიდო. კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ სხდომის დატოვებას, მისი თქმით, ეს არ იყო პროტესტი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხდომა მაშინ დატოვოს როცა თავად გადაწყვეტს.

მისი თქმით, ბრალდებას ვერ მიიღებს, რადგან საჩივრები არ არის იმ შინაარსის, რომ ამის გამო ვინმე დაჯარიმდეს. არჩევნების შემდგომ დაწერილი საჩივრების განხილვა ხვალ გაგრძლდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...