“ქუთაისი თავისუფლებისთვის” – ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

აქცია ორგანიზაციების “რუსეთი ოკუპანტია” და “ქვეყნის სამსახურში” მიერ დაიგეგმა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, გარდა ამისა განაცხადეს რომ თუ ხელისუფლება მათ საოკუპაციო რეჟიმთან უშუამდგომლებს მზად არიან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჩაანაცვლო.

“ჩვენ დღეს რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს. ერთი რომ უნდა შესრულდეს პირობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, ასევე ვთხოვთ ხელისუფლებას ერთგვარი შუამავლობა გაგვიწიოს, რომ უკანონო პატიმარი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჩავანაცვლოთ. ამისთვის არა ერთი სამოქალაქო აქტივისტია მზად”_განაცხადა აქციის ერთ_ერთმა ორგანიზატორმა გიორგი გველესიანმა Ipress_თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად