„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო აჭარასა და გურიაში აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს 28 ნოემბერს, “ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

“დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად