ქუთაისი ევროკომისიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას და განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტზე განაცხადი ქუთაისმა პარტნიორებთან – მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი – ერთად 2019 წელს შეიტანა.
პროექტი „აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“ (EscapeLand) გვთავაზობს ტრანსასაზღვრო ტურიზმისა და კულტურული მეწარმეობის განვითარებას, რათა გაიზარდოს ინვესტიციები და ტურისტების რაოდენობა.
პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას, ერთობლივი B2B კონფერენციების ჩატარებას.
პროექტის სამიზნე ჯგუფებია ტურ-ოპერატორები, ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი ტურისტული და კულტურული საქმიანობა აქვთ BSB–დან.
პროექტი ორწლიანია და ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაფინანსდება 147 068,26 ევროთი, აქედან, ქალაქის თანამონაწილეობა განისაზღვრება 8 % – 12 788. 54-ით. საერთო
ჯამში, ქუთაისისთვის თანხა შეადგენს 159 856.80 ევროს .
ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ეს მეორე მიმდინარე დაფინანსებაა ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად