ქუთაისი 15, წყალტუბო 3, საჩხერე 1 … – იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

“იმერეთში გახლავთ 22 ახალი შემთხვევა, აქედან 15 არის ქუთაისი, (3 არის წყატუბო, თერჯოლაში და საჩხერეში გახლავთ 1-1 ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში გამოვლინდა 2 ახალი შემთხვევა)”, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად