ქუთაიში № 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ლეიბორისტული პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი, სამსონ გუგავა მისი წარმომდგენლის მიერ დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას მოითხოვს. 

როგორც გუგავა აცხადებს #87 უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, შესწორების ოქმი კი მეორე დღეს დაიწერა.

ლეიბორისტული პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, აუცილებელია აღნიშნულ უბანზე შედეგები ბათილად გამოცხადდეს.
კომისიის თავმჯდომარე განმარტავს,რომ ფაქტზე ახსნა-განმარტება მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწერა და შესწორების ოქმის მეორე დღეს შედგენა დარღვევა არ არის.

კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საერთო ჯამში ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისია 18 საჩივარს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად