ქუთაისელი დიზაინერის გზავნილი მსოფლიოს – “რუსეთი ოკუპანტია!”

ქუთაისელი ელისო გეგენავა, დიდი ხანია ქსოვით და აქსესუარების კეთების არის დაკავებული. თავდაპირველად ხელსაქმე გატაცების სფერო იყო, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესის შემდეგ გატაცება შემოსავლის წყაროდ იქცა. ბოლო პერიოდში ელისო გეგენავამ შექმა ჩანთები წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“, რამაც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ელისო, დავიწყოთ თავიდან, ვინ შეგასწავლა ქარქვა, ქსოვა, ჩანთების გაკეთება?

როცა პატარა ვიყავი, ხშირად ვუყურები დედას, რომელიც ქსოვდა, დედა  31 წლის იყო  როცა მამა გარდაიცვალა და დავრჩით ორი პატარა, მე და ჩემი ძმა. შეიძლება ითქვას, რომ ქსოვით იმშვიდებდა თავს..

ცდილობდა პრობლემები დაევიწყებინა, თან ჩვენთვის შეექმნა განსხვავებული ტანსაცმელი, რაც 90 წლებში მოგეხსენებათ დიდი ფუფუნება იყო.  დედას ჩემთვის არ ეცალა რომ ქსოვა ესწავლებინა,

ამიტომ როცა გავიზარდე, დავიწყე ძიება როგორ შეიძლებოდა შემესწავლა ჩემთვის ასე სასურველი ხელსაქმე და აღმოვაჩინე მეზობელი, რომლიც ძალიან კარაგად ქსოვდა.

მას მივებარე და დავიწყე სწავლა.

ჯერ ჩხირებით ვცადე ქსოვის დაწყება, სიმართლე გითხრათ, რთული იყო. ძალინ ბევრს ვქსოვდი და ასევე ძალიან ხშირადაც ვარღვევდი ნაქსოვს, რადგან ზოგჯერ არ მომწონდა რასაც ვქმნიდი

ამან განაპირობა საფუძვლიანად შემესწავალა ეს საქმე და ხელიც მიჩვეულიყო სწრაფად ქსოვას.

ამის შემდეგ ვისწავლე ყაისნაყით ქსოვა და ცოტა ხანში კარგად ავითვისე, რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო მიმძაფრდებოდა ინტერესი ხელსაქმის მიმართ და დავიწყე პარალელურად ქარგვა, მივხვდი რომ ეს საქმე ჩემს განწყობებთან ძალიან ახლოს იყო.

ამის შემდეგ შექმენი ოჯახი, რის მდეგაც დაფიქრდი რომ საქმე რომელიც გიყვარდა შემოსავლის წყაროც ყოფილიყო.

როგორც დედა ამბობს არასდროს ვყოფილვარ მარტივი ბავშვი და თინეიჯერი,  თუმცა ჩემი და ქსოვის ურთიერთობის დაწყებამ შეცვალა ყველაფერი და გამხადა დამოკიდებული შექმნაზე, მერე შედეგზე.

ამის შემდეგ 24 წლის ასაკში შვქმენი ოჯახი, ამ დროს მომიწია ამეღო პაუზა და დროებით შევწყვიტე ჩემი საქმე, მერე ისე მოხდა რომ მალევე წამოვედი ოჯახიდან, სადაც ძალდობის მსხვერპლი ვიყავი… 5 თვის ორსული ვიყავი, როცა წამოვედი და ისევ დედასთან დავბრუნდი.

იმ დეპრესიის და სირთულეების გადალახვაშიც ჩემი საქმე, ოჯახი და მეგობრები მეხმარებოდნენ. უკვე ამის შემდეგ ჩემი საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა.

ანუ შეიძლება ითქვას რომ ეს მძიმე პერიოდიც შენი საქმის მიმართ სიყვარულმა გადაგატანინა

რომ არა ხელსაქმე, ალბათ მარტივად ვერ გადავიტანდი იმ ყველაფერს, რა სირთულეებიც მქონდა. ქსოვა გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და არტ-თერაპიაც.

გამიჩნდა შვილი, რომელიც ღვთის საჩუქარია, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმა და დედა ცდილობდნენ არაფერი დაეკლოთ ჩვენთვის, მაინც მჭირდებოდა თანხა რომელიც თუნდაც ელემენტარულის შეძენის საშუალებას მომცემდა, ამიტომ ჩემთვის საყვარელი საქმე ვაქციე ბიზნესად და გამიჩნდა საშუალება ჩემი ჰობი გამხდარიყო შემოსავლის წყაროც.

დავიწყე შეკვეთების მიღება, ამან საშუალება მომცა თვითდაჯერებული გავმხდარიყავი, პარალელურ რეჟიმში დავიწყე მუშაობა,რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი, ვიწყებდი ქსოვას და ეს მაძლევდა საშუალებას დამესვენა. დღემდე თუ სადმე მივდივარ, მანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ გზაში სულ ვქსოვ, არასოდეს ვჩერდები და არც გავჩერდები, ეს საქმე არის ჩემი მეგობარი, რომლის გარეშედაც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

ოფილა პერიოდი როცა გითქვამს რომ დაიღალე და უნდა გაჩერდე?

12 წლის ვიყავი, როცა ქსოვა დავიწყე და არასოდეს დამინებებია თავი,  2018 წლის დეკემბერში ჩემს თავთან ჩავატარე ექსპერიმენტი და დავისვემე 3 თვით ქსოვისგან. თუმცა, იმდენად მომენატრა, რომ ვერ გავძელი.

ასევე დავიწყე ხატვა ჩანთების და სხვადასხვა აქსესუარების გაკეთება. მინდა გითხრათ, რომ არის თემები, რომლის მიმართ მძაფრად გამოვხატავ რეაქციას, მქონდა ის ბედნიერება რომ ჩამეტარებინა რამდენიმე ტრენინგი ძალადობასთან დაკავშირებით,  იმ ქალებისთვის რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ძალდობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო ცენტრი ქუთაისში, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შევასწავლი ქსოვას და აქსესუარების გაკეთებას, ყველას არ ჰყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მე მყავს, მათ მიმიღეს და გააკეთეს ყველაფერი სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ ქალებს, რომლებიც ოჯახიდან მორბიან, საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ, აუცილებლად გავაკეთებ მსგავსი ტიპის ცენტრს.

რაც შეეხება ჩანთებ წარწერითრუსეთი ოკუპანტია“, საიდან გაჩნდა  ეს იდეა ? ფაქტია, რომ დღეს უკვე ძალიან წარმატებულია, რადგან არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იღებ შეკვეთებს, რომრუსეთი ოკუპანტიაემიგრანტებთანაც გაგზავნო.

ბავშვობიდან ვიცი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები  ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია, რადგან ჩემი საქმე ჩემი გამოხატვის საშუალებაა, ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა, გამეკთებია ჩანთა რომელიც ამ თემას გამოეხმაურებოდა.

ჩემმა ძმამ გადაუღო ფოტო და განათავსა სოცილურ ქსელში. არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, მეორე დღიდან დღემდე ვიღებ შეკვეთებს არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდანაც. მთხოვენ, რომ ევროპაში შევიტანო ჩანთები, ეს დამოკიდებულება ძალიან მახარებს.

მინდა, რომ ეს ჩანთები საქართველოში ყველა საელჩოს გავუგზავნო, თმცა ამ ეტაპზე თანხებთანაა ეს დაკავშირებული. ყველამ ჩვენი საქმით უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...