ქუთაისში, დათვლილი 37 უბნიდან 35-ში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ქუთაისში 37 საარჩევნო უბანი უკვე დათვლილია. ქუთისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული, ხმების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

მეორე ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.

დათვლილი ხმებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ქალაქში ამ დროის მონაცემებით მესამე ადგილზე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მეოთხეზე შალვა ნათელაშვილი, მეხუთე ადგილს კი თემურ შაშიაშვილი იკავებს.

ქუთაისში 124 საარჩვნო უბანია, არჩევნებზე 65 000 ამომრჩეველი მივიდა. ამ დროისთვის 37 საარჩევნო უბნის შედეგებია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად