“ქურდებო და თაღლითებო!” – შეხლა-შემოხლა სააკაშვილსა და სოფლის საბჭოს შორის (ვიდეო)

„ქურდებო და თაღლითებო! მიმიფურთხებია თქვენი დახურდავებული ინტერესებისთვის. აქ ცხოვრობს ათასობით ადამიანი, რომელებსაც არასდროს არაფერი მიუღიათ“, – ასე მიმართა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის სოფელ კრიჟანოვკაში სოფლის საბჭოს წარმომადგენელებს.
 

მისი თქმით, კრიჟინოვკას მიწები უკრაინის საუკეთესო და ძვირადღირებული ტერიტორიაა, რომელიც სოფლის საბჭომ გაანაწილა.

„თუ აქ 500 ადამიანია, მე მოვედი 50 მილიონი უკრაინელის სახელით. ეს ტერიტორია არის ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, თუ გსმენიათ ასეთი რამის შესახებ საერთოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ოდესის გუბერნატორი სოფლის საბჭოს წესრიგის დამყარებით დაეუმქრა.

„თქვენ აირჩიეთ სოფლის საბჭო იმისთის,რომ მიითვისოთ უკრაინის მიწა. მე ვუზრუნველვყოფ, იმას, რომ თქვენ ეს მიწები დაუბრუნოთ სახელმწიფოს და ბიუჯეტს“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა და იმედოვნებს რომ პროკურატურა დამნაშავეებს კორუფციაში ამხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად