აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო” ახალციხეში

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“, დღეს 20 სექტემბერს, ახლციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

დასუფთავების მასშტაბურ აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს რეკრეაციული ზონები, ქალაქისა და სოფლების შემოგარენი.

დასუფთავების ღონისძიებები მოეწყო საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე, ურავლის ხეობის, საფარის, საბარგო სადგურისა და აბასთუმნის გზატკეცილის მიმართულებით. დასასუფთავებელი ლოკაციების შერევისას აქცენტი ტურისტულ მარშრუტებსა და ცენტრალური საგზაო მაგისტრალებზე გაკეთდა.

აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა და 1992 წლიდან საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დასუფთავების მიზნით მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს, საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად