A1 ბანერი

ქსენოფობიის ნიადაგზე მოკლული 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება

6 თვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. მოკლული საფაროვის „ჩართულობის და განვითარების ცენტრის თანამშრომელი იყო.

დღეს 10:30 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში სადაც გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

ოფიციალური ბრალდებით, “მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, 2018 წლის 31 ოქტომბერს მომხდარ ვიტალი საფარავოვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, სასჯელის სახით, 13 დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით იმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...