QS-ის მსოფლიო საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 601-ე ადგილზეა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანულ კომპანია Quacquarelli Symonds (QS) მიერ შედგენილ მსოფლიო საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების 2021 წლის რეიტინგში 601-650-ე ადგილებს იყოფს

QS World University Rankings უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგი შედგენილია შემდეგი მონაცემების მიხედვით:

1. რეპუტაცია აკადემიური წრეებში (რეიტინგის 40%)
2. რეპუტაცია დამსაქმებლებში (რეიტინგის 10%)
3. პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების თანაფარდობა (რეიტინგის 20%)
4. რამდენიმეწლიანი პერიოდის მიხედვით გათვლილი ნაშრომების ციტირების შეწონილი მაჩვენებელი (რეიტინგის 20%)
5. უცხოელი პროფესორების წილი (რეიტინგის 5%)
6. უცხოელი სტუდენტების წილი (რეიტინგის 5%)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შესაძლებელი 100 ქულიდან 81,7 ქულის 134 ადგილი დაიკავა მესამე პუნქტის მიხედვით, სხვა პუნქტებში კი მისთვის ქულები არ მიუნიჭებიათ. QS-ის მიერ შედგენილ 1000-ეულში საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი პირველად დასახელდა.

ზედიზედ მეცხრედ რეიტინგის სათავეში მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტია. საუკეთესოთა შორის ათეულში პირველ ოთხ ადგილს აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლები იკავებენ. სულ ათეულში 5 აშშ-დანაა, ოთხი დიდი ბრიტანეთიდან და ერთი შვეიცარიიდან. საუკეთესო ასეულში 27 უმაღლესი სასწავლებელია აშშ-დან.

25 საუკეთესო, აგრეთვე 1000-ეულში დასახელებულ ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია:

1. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – აშშ
2. სტენფორდის უნივერსიტეტი – აშშ
3. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ
4. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – აშშ
5. ოქსფორდის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
6. ციურიხის ფედერალური ტექნოლ. ინსტიტუტი – შვეიცარია
7. კემბრიჯის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
8. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი
9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი – აშშ
10. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი
11. სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტი – სინგაპური
12. პრინსტონის უნივერსიტეტი – აშშ
13. ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – სინგაპური
14. ლოზანის პოლიტექნიკური სკოლა – შვეიცარია
15. ცინხუას უნივერსიტეტი – ჩინეთი
16. პენსილვანიის უნივერსიტეტი – აშშ
17. იელის უნივერსიტეტი – აშშ
18. კორნელის უნივერსიტეტი – აშშ
19. კოლუმბიის უნივერსიტეტი – აშშ
20. ედინბურგის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
21. მიჩიგანის უნივერსიტეტი – აშშ
22. ჰონკონგის უნივერსიტეტი – ჰონკონგი
23. პეკინის უნივერსიტეტი – ჩინეთი
24. ტოკიოს უნივერსიტეტი – იაპონია
25-26. ტორონტოს უნივერსიტეტი – კანადა
25-26.ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი – აშშ

31-33. ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტი – ავსტრალია
37. სეულის ნაციონალური უნივერსიტეტი – კორეა
50. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი – გერმანია
52. პარიზის კვლევითი უნივერსიტეტი – საფრანგეთი
57. დელფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ნიდერლანდები
59. მალაიზიის უნივერსიტეტი – მალაიზია
66. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი – არგენტინა
76. კოპენჰანგენის უნივერსიტეტი – დანია
81. ოკლენდის უნივერსიტეტი – ახალი ზელანდია
84. ლიოვენის უნივესიტეტი – ბელგია
97. ლუნდის უნივერსიტეტი – შვედეთი
100. მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტი – მექსიკა
101-102. დუბლინის უნივერსიტეტი – ირლანდია
104. ჰელსინკის უნივერსიტეტი – ფინეთი
113. ოსლოს უნივერსიტეტი – ნორვეგია
121-123. ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტი – ჩილე
137. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – იტალია
143. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი – საუდის არაბეთი
150. ვენის უნივერსიტეტი – ავსტრია
165. ალ-ფარაბის სახ. ყაზახეთის ნაციონალური უნივერსიტეტი – ყაზახეთი
172. ბომბეის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – ინდოეთი
177-179. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი – ისრაელი
183. ბარსელონას უნივერსიტეტი – ესპანეთი
208. ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი – ტაილანდი
211. ხალიფას მეცნიერების და ტექნიკის უნივერსიტეტი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
220-222. ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი – ლიბანი
220-222. კეიპტაუნის უნივერსიტეტი – სამხრეთ აფრიკა
227. უნივერსიდად დე ლოს ანდეს – კოლუმბია
245. კატარის უნივერსიტეტი – კატარი
254-255. გაჯა მადას უნივერსიტეტი – ინდონეზია
254-255. ბრუნეი-დარუსალამის უნივერსიტეტი – ბრუნეი
260-262. კარლოვის უნივერსიტეტი – ჩეხეთი
285. ტარტუს უნივესიტეტი – ესტონეთი
317. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბელარუსი
321. ვარშავის უნივერსიტეტი – პოლონეთი
355. მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი – პაკისტანი
357-359. ლისაბონის უნივერსიტეტი – პორტუგალია
357-359. პორტუს უნივერსიტეტი – პორტუგალია
375-376. სულთან კაბუსის უნივერსიტეტი – ომანი
396-397. ფილიპინების უნივერსიტეტი – ფილიპინები
409. შარიფის ტენოლოგიური ინსტიტუტი – ირანი
411-413. კაიროს ამერიკული უნივერსიტეტი – ეგვიპტე
423. ვილნიუსის უნივერსიტეტი – ლიეტუვა
432-436. პერუს კათოლიკური უნივერსიტეტი – პერუ
462-464. ურუგვაის უნივერსიტეტი (Universidad ORT Uruguay) – ურუგვაი
465-469. კოჩის უნივერსიტეტი – თურქეთი
477-481. ათენის ნაციონალური ტექნ.იკური უნივერსიტეტი – საბერძნეთი
477-481. კვიპროსის უნივერსიტეტი – კვიპროსი
477-481. ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტი – უკრაინა
498. უნივერსიდად დე ლა ჰავანა – კუბა
501-510. სეგედის უნივერსიტეტი – უნგრეთი
571-580. კოსტა-რიკის უნივერსიტეტი – კოსტა-რიკა
601-650. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო
601-650. წმინდა კლიმენტ ოქრიდის სახელობის სოფიის უნივერსიტეტი – ბულგარეთი
601-650. იორდანიის უნივერსიტეტი – იორდანია
601-650. ლიუბლიანას უნივერსიტეტი – სლოვენია
651-700. ბაჰრეინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – ბაჰრეინი
651-700. პავოლ იოსეფ შაფარიკის სახელობის კოშიცეს უნივერსიტეტი – სლოვაკეთი
701-750. რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი – ლატვია
751-800. ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტი – ვენესუელა
751-800. უნივერსიდად სან-ფრანცისკო-დე-კიტო – ეკვადორი
801-1000. ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი – კუვეიტი
801-1000. კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი – რუმინეთი
801-1000. ბუქარესტის უნივერსიტეტი – რუმინეთი
801-1000. ბანგლადეშის საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი – ბანგლადეში
801-1000. დაკას უნივერსიტეტი – ბანგლადეში
801-1000. კუფის უნივერსიტეტი – ერაყი
801-1000. მალტის უნივერსიტეტი – მალტა
801-1000. რიეკას უნივერსიტეტი – ხორვატია
801-1000. ზაგრების უნივერსიტეტი – ხორვატია
801-1000. ვიეტნამის ნაციონალური უნივერსიტეტი – ხოშიმინი, ვიეტნამი
801-1000. ვიეტნამის ნაციონალური უნივერსიტეტი – ჰანოი, ვიეტნამი
801-1000. პანამის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – პანამა

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად