ქრთამის აღების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და მისი თანამზრახველი დააკავეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი მამუკა ქიტუაშვილი, მისი თანამზრახველი პირი – ბიჭიკო გ. და დანაშაულის შეუწყობილებლობის ფაქტზე ამავე სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი ზურაბ რევაზიშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქიტუაშვილმა და მისმა თანამზრახველმა მოქალაქისგან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ძვირფასი ლითონების საბაჟო წესების გვერდის ავლით გადმოტანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 4000 აშშ დოლარი აიღეს.

გამოძიება მამუკა ქიტუაშვილის მიმართ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ბიჭიკო გ-ს მიმართ – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ზურაბ რევაზიშვილის მიმართ – მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

გამოძიებას შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად