A1 ბანერი

ქრომოსომები, როგორც მზის სხივების საზომი – ლევან ფანცხავას ბლოგი

“ძალიან ლამაზი ღიმილი იცოდა, გვეგონა რომ არაფერი ტკიოდა”- ტარიელ ხარხელაურმა თქვა გოდერძი ჩოხელზე.

გამარჯობა, უკვე მეექვსე ბლოგს კითხულობთ და მადლობა.

მართლაც ასეა ზოგჯერ ისე ლამაზად გვიღიმიან და გვგონია რომ არაფერი ტკივათ, არც დარდი უნახავთ. არ არის ასე…

გიყვებით ამბავს რომელიც მოვისმინე და მთხოვეს, რომ არავისთვის მეთქვა და თუ ვეტყოდი ვინმეს, მაშინ მომეყოლა მთელი ქვეყნისთვის და კი, ჩავთვალე საჭიროდ რომ მთელ ქვეყანას მოგიყვეთ.

რამდენიმე წელი ელოდა შვილს, ელოდა და ერთ დღესაც უთხრეს რომ მათ პატარას ერთით მეტი ქრომოსომა ექნებოდა.

რთულია, მესმის, როცა გავაანალიზებთ რომ “მზის შვილი” ჩვენი შვილი უნდა გახდეს.

დიახ, მზის შვილი, რადგან ისინი ყველაზე ბედნიერები არიან, უხარიათ, უყვართ, განიცდიან, გვხედავენ და აღგვიქვემენ როგორც ღიმილიანებს და საერთოდაც არ თვლიან რომ მათზე ერთით ნაკლები ქროსომა გვაქვს.

ბედნიერებაშიც ყველაზე მართლები არიან…

ვერ იჯერებდა დედა, რომელსაც ბევრი, არა ბევრზე უფრო მეტი კითხვა ქონდა სამყაროსთან:

-იგრძნობს?
-ეყვარება?
-დაილაპარაკებს?
-გაივლის?…

ასე უსასრულოდ გრძელდება და არ სრულდება.

მეც დამჭირდა ფიქრი, იმდენი წუთის განმავლობაში, რამდენი წუთითაც წარმოდგენებით ვცხოვრობდი, რას გავაკეთებდი.

მერე ვიდრე მე ვიტყოდი, თვითონვე უსვამდა კითხვებს საკუთარ თავს და მუცელს ეფერებოდა, უყვარდა ჯერ არ გაჩენილი შვილი, რომელსაც ზუსტად იცოდა რომ ერთით მეტი ქრომოსომა ექნებოდა.

იცით როგორი გოგო დაიბადა? ფერადი, ლამაზი, ჭკვიანი…

უყვარს, ბედნიერია, ციმციმებს.

კი, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და არც არავის ვტოვებთ ალბათ მიღმა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მზის შვილები ყველაზე გულწრფელად იცინიან, მათ ყველაზე მეტად უყვართ და ჩვენ ვართ ადამიანები რომლებმაც უნდა ვიცოდეთ, რომ დაბადება ჩვენი არჩევანი არ არის, მაგრამ არის ჩვენი უფლება გვიყვარდეს და ვიღიმოდეთ.

დაუნის სინდრომის საერთადორისო დღე: მართლა იცინიან, მათ მართლა უყვართ, ისინი გულწრფელები არიან…

და საერთოდაც ჩვენზე მეტნი არიან, ერთით მეტი სიყვარულის გამო, რადგან მათი ის ერთით მეტი ქრომოსომაც სიყვარულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...