“ქოლგიანი დელფინის” ავტორი, ავთო ლომიძე, გარდაიცვალა

ბათუმის სიმბოლოდ ქცეული, ქოლგიანი დელფინის ესკიზის ავტორი გარდაიცვალა. ავთო ლომიძე ბოლო წლებია მძიმე სენს ებრძვოდა.

ქოლგიანი დელფინის ესკიზი, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჟურნალ “ჭოროხში” მხატვრად მუშაობის პერიოდში შექმნა. მოგვიანებით, ესკიზი ავტორმა, ემბლემა-ჰერალდიკის კონკურსში წარადგინა და მეორე ადგილი აიღო.

ქოლგიანი დელფინის სკულპტურა, თავდაპირველად, ბულვარში დაიდგა, მოგვიანებით კი, ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
რამდენიმე წლის წინ, ქოლგიანი დელფინის ავტორს, საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა.

ავთო ლომიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად