ქობულია: ვერ დავასახელებ ვალდებულებას, რომელიც მთავრობამ აიღო და არ შეასრულა

არც ერთი ფაქტი იმის, რომ მთავრობა ჩემი მინისტრობის დროს ბლოკავდა ანაკლიის პორტის პროექტს, არ მაქვს,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

” ჩემი მინისტრობის პერიოდში მე ვერ შევამჩნიე და არც ერთი ფაქტი არ მაქვს, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ კონსორციუმის მიმართ ანაკლიის პროექტის კონტექსტში გამოხატულიყო უარყოფითი გზავნილი.

ჩვენ ამ პროექტს ვიხილავდით და ვმსჯელობდით ობიექტურად და ფაქტებზე დამყარებით.

ვერ დავასახელებ ვერც ერთ ვალდებულებას, რომელიც მთავრობის მიერ იყო აღებული და რომელიც მთავრობამ არ შეასრულა. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რა იგულისხმება იმაში, როდესაც კონსორციუმი ამბობს, რომ მათ ხელს უშლიან“,-აცხადებს ქობულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად