ქობულია: ხმა მივეცი მას, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციას განვითარებულ ეკონომიკებში

“მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში; იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და იმ კანდიდატს, რომელიც გვერდში დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს იმ სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დანერგვასა და შესრულებაში, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და მივიჩნევთ, რომ მისი მეშვეობით შევძლებთ საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩემი არჩევანი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას. მინისტრმა ხმა თბილისის მე-7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მესამე უბანში მისცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა ხმის მიცემის პროცესი და არჩევნების მიმდინარეობა.

“ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აუცილებლად მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად