ქობულია: ხელისუფლებისთვის ფოთის პორტის მიწათსარგებლობის ნებართვის გაუქმება, პოლიტიკურად დამაზიანებელი იყო

“პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის”,-ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ “კურიერთან” ფოთის პორტის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის შესახებ გაცემული ნებართვის გაუქმების შეფასებისას განაცხადა.

“თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდის სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი. პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის,“-აცხადებს ქობულია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის შესახებ გაცემული ნებართვა გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად