ქობულია: ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა

“ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქობულიას სახლის ქურდობასა და თანამდებობიდან გაშვების საკითხებს შორის კავშირს ეხებოდა.

„თქვენი სახლის ქურდობა მინიშნება ხომ არ იყო, რომ თანამდებობა უნდა დაგეტოვებინათ თქვენი ნებით?“, – ჰკითხა ყოფილ მინისტრს დავით ჭიჭინაძემ.

„მე ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. ამიტომ არ მგონია ეს რამე კავშირში იყოს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...