ქობულია: ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში

“ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში.”,-ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მოხსენების შემდეგ გიორგი ქობულიას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, რომელთაგან ერთერთი შეეხებოდა ქვეყნის არაფორმალურ მართვას.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბევრზე უკეთ ესმის, თუ რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება იყოს ქვეყანაში.

გიორგი ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტში ღია ფორმატით წარდგა დეპუტატების წინაშე და საკუთარი ხედვები გააცნო. მან ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...