ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობა, მათი სახლების სიახლოვეს, საცხოვრებელი სახლების მშენებლობას აპროტესტებს

მათ დღეს აქცია გამართეს და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი ნაგავსაყრელის აშენების შემთხვევაში, სოფელს ეკოლოგიურ პრობლემებს შეუქმნის.

 
დღესვე, აქციაზე, ცეცხლაურის მოსახლეობამ წერილობით შეიმუშავა 14 შეკითხვა, რომელიც მთავრობას გადაეგზავნა და პასუხები ითხოვეს კითხვებზე:
 რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ისტორიულ საყანე ფართობზე ნაგავსაყრელის მოწყობა?  რატომ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის აშენება ორი მდინარის – ოჩხამურის და შავ ღელის სანაპიროზე?
 რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ეს ტერიტორია ცნობილია უხვი მიწისქვეშა წყლებით.
 მოხდება თუ არა ნაგავსაყრელზე გაზის შეკრება? – თუ არ მოხდება მაშინ როგორ აპირებს კომპანია უსაფრთხოების ნორმების დაცვას?
 რატომ დაირღვა მესიმინდე ფერმერების უფლებები?
 რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ტერიტორიის სიახლოვეს არის ცეცხლაურის ნომერ მეორე საჯარო სკოლა?
 რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს არის ისპანი1 და ისპანი 2 – ის დაცული ტერიტორიები. საფრთხე ხომ არ ემუქრება უნიკალურ ფლორას და ფაუნას?
 რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ნაგავსაყრელი ახლოს არის რკინიგზასთან და ავტობანთან?
 რატომ არ გაითვალისწინეს მეყანეთა უფლებები, რომლებიც ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობენ.
 ვინ აძლევს მოსახლოებას იმის გარანტიას, რომ რკინიგზის და ავტობანის ნაგავსაყრელთან სიახლოვე დამატებით საფრთხეს არ შექმნის ხანძრის გაჩენის კუთხით.  საინტერესოა როგორ ესმის ნაგავსაყრელის მოწყობა კომპანიის მენეჯმენტს. აცნობიერებს თუ არა იგი, რომ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.
 შეუძლია თუ არა მთავრობას წარმოადგინოს ეკონომიკური დასაბუთება იმისა, რომ უფრო ძვირფასია 10 000 ადამიანის ჯანმრთელობა, თუ ის ეკონომია, რასაც სხვადსხვა მუნიციპალიტეტების საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების რეგიონული ნაგავსაყრელი იძლევა?
 უმჯობესი ხომ არ არის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარ ნარჩენებს მიხედოს?
 შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ან მმართველ კომპანიას წარმოადგინოს დოკუმენტაცია იქ დასაქმებული ან დასასაქმებელი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ?
ცეცხლაურის მოსახლეობამ შექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვს და იმ რისკების შეფასებას, რომელიც 14 პუნქტში გაიწერა.

აქციის მონაწილეების თქმით, ეკოლოგიური კატასტროფა, გარდა ცეცხლაურისა, კიდევ ორ სოფელს-მუხაესტატესა და დაბა ოჩხამურს ემუქრება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რეგიონის მთავრობაში კომენტარი, ჯერჯერობით არ გაკეტებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად