ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა – 4 დაშავდა

ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის განცხადებით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის კაცი. რაც შეეხება დაშავებულებს ისინი კლინიკებში გადაჰყავთ.
თვთმხილველების თქმით, ერთ-ერთ ავტომობილში ორსული ქალიც იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად