ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში სანადირო თოფით ძმამ ძმა მოკლა

როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე, ამ დრომდე მუსაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
სოფელ ჩაისუბნის რწმუნებულის, ჯემალ ყურშუბაძის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და სავარაუდოდ კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. თუმცა რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მისთვის უცნობია.
მკვლელობაში ბრალდებულმა, დანაშაული აღიარა და პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...