ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სასტუმროების მფლობელებისა და თანამშრომლების მთავარი მოთხოვნაა ბანკებმა საპროცენტო გადასახადი, ერთი წლით გადაუვადონ და მიმდინარე სეზონზე შესატანი კრედიტის პროცენტი ჩამოაჭრან. მათი ვარაუდით, არსებულ ვითარებაში თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან წლევანდელი სეზონი პანდემიის გამო ჩავარდა, ტურისტების ნაკლებობაა, რამაც შემოსავლებიოს კლება გამოიწვია.

საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ქობულეთის მერი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. მირიან ქათამაძის თქმით, სეზონურ სასესხო დავალიანებებზე გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ასევე დაწყებულია სპეციალური ბაზების შექმნა, რომლის შემდეგაც დაზუსტდება რამდენ მოქალაქეს აქვს მსგავსი პრობლემა. მერის განცხადებით, ის მზად არის საოჯახო სასტუმროების მფლობელებს აჭარის მთავრობასთან უშუამდგომლოს.

” სანამ არ მოხდება საინფორმაციო ბაზების ბოლომდე შედგენა და პროცესი არ დასრულდება, რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ნაადრევია”, – აცხადებს მირიან ქათამაძე. სასტუმროს მეპატრონეები, საინფორმაციო ბაზის შექმნას ფორმალობად მიიჩნევს. ”გასულ წელსაც შევაგროვეთ ხელმოწერები, თუმცა არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ესეც მხოლოდ ფორმალობაა”, – ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია.

საოჯახო სასტუმროს მფლობელები, კიდევ ერთ აქციას აანონსებენ, რომელზეც უკვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად