ქობულეთში პროექტ “ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

პროექტ “ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა ქობულეთში.

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20-ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კერძოდ, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, ახალგაზრდების ინფორმირებისა და ადამიანის უფლებების კუთხით კვლევებს ატარებდნენ.

მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, 4 მონაწილე კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრება. სხვები კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ბანაკში დაისვენებენ. პროექტი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ჰორიზონტის” ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ერასმუს+ ხელშეწყობით მიმდინარეობდა.

„პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძელით ახალგაზრდების გაერთიანება მნიშვნელოვანი თემების გარშემო. ისინი გაეცვნენ თვითმმართველობის ძირითად პრინციპებს, სეისწავლეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სეიმუსავეს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მერიას წარუდგინეს. ამ პროექტის ფარგლებში გააფორმეს მემორანდუმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რაც პროექტის დასრულების შემდეგ გულისხმობს, კომუნიკაციის გაგრძელებას ქობულეთის მუნიციპალიტეტთან“,-განაცხადა, ქობულეთის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლია შაქარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...