ქობულეთის ცენტრში, სუს-მა სპეცოპერაციის დროს 2 პირი დააკავა

აჭარაში, ქალაქ ქობულეთში უკვე 2 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

“აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ სპეცოპერაცია მათ ჩაატარეს. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებულია 2 პირი.

“აიპრესის” ინფორმაციით, რასაც ამ ეტაპზე სუსი არ ადასტურებს, ამოღებულია რადიაქტიული ნივთიერება. დეტალებზე უწყება სავარაუდოდ ხვალ ისაუბრებს.

“აიპრესის” წყაროს ინფორმაციით, ჩხრეკა ყოფილი საჯარო მოხელის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...