ქობულეთში მოცვის მეურნეობაში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქობულეთში, მოცვის მეურნეობაში დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. სოფელ ცეცხლაურის მკვიდრები აცხადებენ, რომ ხელფასები ერთ თვის წინ უნდა აეღოთ, მიუხედავად არაერთი დაპირებისა დამსაქმებელი მათ გაცემას აგვიანებს. შეკრებილების განცხადებით ისინი მოცვის კრეფაზე უკვე 4 წელია მუშაობენ და ეს პირველი შემთხვევაა ხელფასის დაგვიანების. 

"თვე ნახევარი ვიმუშავე, სამასი ლარი მაქვს ასაღები, ზოგს 500 ლარი. ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს. გვატყუებენ მოგცემთო, ეხლა გვეუბნებიან სამშაბათსო. დაველოდებით და თუ კიდე არ მოგვცეს პროტესტს გავაგრძელებთ" – აცხადებს ნაზი მახარაძე.

მოცვის საწარმო შპს "ანრიკში" ხელფასების დაგვიანების მიზეზად ფინანსური პრობლემებს ასახელებენ. მათი განმარტებით ანაზღაურების გაცემა სამშაბათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად