ქობულეთში, გუშინ „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟისას დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქობულეთში, გუშინ, ყოფილი სასტუმრო “ინტურისტის” შენობის დემონტაჟისას დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამწის კოშკურას წაქცევის დროს, სიმაღლეზე მყოფმა 30 წლამდე ოპერატორმა გადმოხტომა მოახერხა, თუმცა სერიოზული ტრავმები მიიღო, მათ შორის მოტეხილობები, დაუზიანდა შინაგანი ორგანოები. დაშავებული ბათუმში, კლინიკა BMC-ში მკურნალობს. მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება 240-მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო და სამშენებლო საქმიანობის წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ყოფილი სასტუმრო “ინტურისტი” 17-სართულიანი შენობაა, ამ დროისთვის 2-სართულის დემონტაჟი განხორციელდა. შემთხვევის შესახებ ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ.

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად