ქობულეთში დაჭრილი 30 წლის კაცი გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს ქობულეთში სანადირო იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრრილი, ექიმების თქმით კლინიკაში მოქალაქეებმა შეიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

მამაკაცს ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა პირმა შენობიდან სანადირო იარაღი გამოიტანა და მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბრალდებული, ის მიმალვაშია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შსს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად