ქობულეთში დასასვენებლად მყოფი 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანი

ქობულეთში დასასვენებლად მყოფი 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანი. შემთხვევა ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში, ორი დღის წინ მოხდა.

ინტოქსიკაციის პრობლემით პაციენტები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების განცხადებით, 10-ვე მათგანს ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

მოწამლვა, სავარაუდოდ, კვერცხიანმა ხაჭაპურმა გამოიწვია. კერძი ყველა მათგანმა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მიირთვა.

მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...