ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სოფელ ხუცუბანში ფორდის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...