ქობულეთში ამწე წაიქცა- დაშავებული მემნქანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქობულეთში, ყოფილი “ინტურისტის” შენობის დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რომლიდანაც გადმოხტომის დროს მუშა დაშავდა. როგორც ქობულეთის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, დაშავებული მამაკაცი ამწეზე მუშაობდა, რა დროსაც ამწე წაიქცა და მამაკაცმა გადმოხტომა მოასწრო.

ამწის დაშავებულ მემანქანეს, ექიმების განცხადებით, მრავლობითი მოტეხილობები უფიქსირდება, თუმცა, მათივე განცხადებით, კლინიკიაში შეყვანის მომენტში კონტაქტური იყო. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს შინაგანი ორგანოების დაზიანებებიც აღენიშნება, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო.
„პაციენტი 112-მა შემოიყვანა, პოლიტრამვის დიაგნოზით. პაციენტი იყო ადექვატური, კონტაქტური. აღნიშნავდა ტკივილს მუცლის არეში. მცირედით ჰქონდა სუნთქვის გაძნელება გამოხატული. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადგინდა სხვადასხვა დაზიანება მუცლის ღრუსა და ნეკნის მოტეხილობა. ასევე დაზიანებული აქვს, ღვიძლი, ელენთა და კუჭი. ჩატარდა ოპერაცია, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური და რჩება დაკვირვების ქვეშ“, – აცხადებს, კლინიკა „ბი ემ სი“-ს ემერჯენსის მორიგე ექიმი მარინე ჭანკვეტაძე.
ფაქტზე, შსს-მ საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად