ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთში, რესურცენტრის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინოფმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში ჩხუბის ნიადაგზე მოხდა. 

ადგილობრივებმა იარაღიდან გასროლის ხმა სამჯერ გაიგონეს. თუმცა მედიკოსების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი.

ქობულეთის რეფერალურ საავდამყოფოში "აიპრესს" განუმარტეს, რომ დაშავებული მოქალაქაქეებმა მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

შსს-ს მოხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...